მას შემდეგ რაც დავიწყე კვლევისთვის საჭირო ლიტერატურის განხილვა, უამრავი კარგი მასალა ვნახე, თუმცა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კეროლინ ჩეპმენი, რიტა კინგი -- ,,კითხვის სწავლების განსხვავებული სტრატეგიები სხვადასხვა საგანში“ . გთავაზობთ პატარა ნაწყვეტს მათი ნაშრომიდან!
,,კითხვის
სწავლების პროცესი ჰგავს ზღვაოსნობის მოსამზადებელ
თავგადასავალს. ხომალდის კაპიტანი გამოავლენს ეკიპაჟის თითეული წევრის თავისებურებას
და ნიჭს, ამდენად შეფასებები კეთდება ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით, რათა მოგზაურობა
იყოს წარმატეული. ამის მსგავსად, თითოეულ მკითხველს აქვს თავისი განსაკუთრებული უნარი
და ნიჭი. თითოეულ მკითხველს აქვს ასევე უფლება, შეისწავლოს ის ინფორმაცია, რომელიც
მას ძალუძს. ამის გამოსავლენად, სწავლის გამოცდილება ძალიან პერსონალურია და კითხვითი
მოგზაურობის დროს ძალიან ინდივიდუალურია.
მასწავლებელი
არის კაპიტანი, რომელიც განსაზღვრავს მკითხველის
მოგზაურობის კურსს, წყვეტს, როგორ
უნდა იმოგზაუროს თითოეულმა მათგანმა და რა უნდა ისწავლოს დღის განმავლობაში. სწავლისა
და ცოდნის მიღებისკენ მიმართული მშვიდი ზღვაოსნობისთვის საჭირო განმასხვავებელი ინსტრუქციები
ეფუძნება შემსწავლელის ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების წინასწარ ეფექტურ შეფასებას.
ეს მოსწავლეზე ორიენტირებული და მოქნილი ქმედებაა, რადგან ეს ერევა და პასუხობს ყველა
მკითხველის ცვალებად საჭიროებებს."
0 коммент.:
Отправить комментарий