,,სუფთა და დაბინძურებული გარემო"


პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი თემაზე ,,სუფთა და დაბინძურებული გარემო"
დაბინძურებული გარემო 21_ე საუკუნის გლობალური პრობლემაა. მსოფლიოში უამრავი ადამიანი სწორედ ამ მიზეზით იღუპება. ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს გარემოს დაბინძურების სავალალო შედეგებზე, რის გამოც სათანადოდ არ ზრუნავას  ბუნების მოვლა-პატრონობაზე. აღნიშნული პრობლემა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მოგვარებული, თუ საზოგადოება შეგნებულად გაიაზრებს გარემოს დაბინძურების მიზეზებსა და მის უარყოფით შედეგებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მე_3ა  კლასში ჩამეტარებინა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი, თემაზე: ,,სუფთა და დაბინძურებული გარემო“.

მივაღწიე გაკვეთილის მიზანს: მოსწავლეებმა სწორად დაინახეს და დაასახელეს ვიდეორგოლში გამოკვეთილი პრობლემები. თეორიული მასალითა და სიუჟეტებით უფრო კარგად გააანალიზეს   მისი შედეგები და ბოლოს ჩამოაყალიბეს პრობლემის გადაჭრის გზები. მაგ: ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლეებმა სწორად გაიაზრეს დავალების არსი, გააანალიზეს პრობლემა და  გამოკვეთეს მისი შედეგები. აღნიშნული პრობლემა  ცალკეულკომპონენტებად,ანუ ქვეპრობლემებად დანაწევრეს და თითოეული კომპონენტისათვის რაც შეიძლება მეტი ლოგიკურად შესაძლო გადაჭრის გზები დაასახელესბოლოს კი ცალკეული გადაწყვეტილებების მრავალნაირი კომბინაციით ერთიანი პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ალტერნატიული შესაძლებლობა მიიღეს.
















1 коммент.:

Unknown комментирует...

chkviani da bejiti bavshvebi

Отправить комментарий