მათემატიკა- III კლასი

მათემატიკა

1.     სანდრომ რვალარიანი სათამაშოს შესაძენად გამყიდველს ორი ერთნაირი ქაღალდის ფული მიაწოდა. გამყიდველმა სანდროს ორი ლარი დაუბრუნა. რამდენ ლარიანები მიაწოდა სანდრომ გამყიდველს?
         ) ხუთლარიანები         ) ათლარიანები        ) ოცლარიანები                 

2.     ციფრებით: 4; 5 და 6-ით შეადგინეს ისეთი სამნიშნა რიცხვი, რომელიც არ იწყება ოთხით, არ ბოლოვდება 5_ით და ნაკლებია 600-ზე. რომელია ეს რიცხვი?
           ა) 456            ) 546            ) 645            ) 654

3.     168_ისათვის რომ გამოეკლოთ 29 ნინო მოიქცა შემდეგნაირად: 168_ს გამოაკლო 10 და შემდეგ გამოაკლო 9; ვახომ 168_ს გამოაკლო 30 და მიღებულს  დაუმატა 1; თეამ  168_ს გამოაკლო 20 და მიღებულს   დაუმატა 9. რომელი ბავშვი მოიქცა სწორად?
ა.  ნინო          ბ. ვახო               გ.თეა


4.     პლასტელინისაგან ნიკამ 5ბურთულა გამოძერწა. შემდეგ აიღო 2ბურთულა და თითოეულისაგან კიდევ 5_5 ბურთულა გამოძერწა. სულ რამდენი ბურთულა ექნება ამის შემდეგ ნიკას?
ა. 10              ბ. 13              გ. 15


5.     გიოს გასავლელი აქვს 100კმ_ის სიგრძის გზა. პირველ დღეს მან გაიარა 40კმ, მეორე დღეს კი_ დარჩენილი გზის  ნახევარი.რამდენი კმ დარჩა გასავლელი გიოს?
  ა. 60      ბ. 50      გ. 40    დ.  30

0 коммент.:

Отправить комментарий