ბლოგის მიზანი და შინაარსი


ეროვნულ სასწავლო გეგმაში მითითებულია, რომსასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის (ესგ, შესავალი, თავი 2, მუხლი 8, 2011-2016).
აღნიშნული ელექტრონული ბლოგი შექმნილია საგანმანათლებლო მიზნით, რომლის გამოყენება შეუძლიათ, როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს და მათ მშობლებს.
ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის შექმნის მიზანია: 1.  ჩემ მიერ შექმნილი თუ შეგროვებული საკითხავი ტექსტები და ტესტები ხელმისაწვდომი გავხადო ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებში წიგნიერების დონის ამაღლებით;  2.  ჩემი გამოცდილება გავუზიარო პედაგოგებს, რომლებიც სისტემატურად  მუშაობენ აღნიშნულ  საკითხზე; 3.  მშობლებს თავიანთი შვილებისთვის შევთავაზო საბავშვო ლიტერატურა; 4. მოვახდინო ჩემ მიერ დაგროვილი მასალის ორგანიზება, დახარისხება, დიფერენცირება, გადახალისება... და უფრო მოწესრიგებული სახით შევთავაზო დაინტერესებულ საზოგადოებას. 5. გავითვალისწინო მკითხველთაგან მიღებული რჩევები და ჩემი მუშაობა უფრო ნაყოფიერი, უფრო გამოსადეგი გავხადო.

ელექტრონულ გვერდზე განლაგებული მასალა გადის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გამჭოლ კომპეტენციებზე:   წიგნიერებამედიაწიგნიერება, ციფრული  წიგნიერება,  სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.

ბლოგზე  განთავსებულია მრავალფეროვანი რესურსი მოსწავლეებში კითხვის უნარის განსავითარებლად:  ტესტები, ონლაინ ტესტები, ელექტრონული წიგნები, ვიდეორესურსები. ბლოგზე ასევე შეიძლება ნახვა ჩემი აქტივობებისა პროფესიული განვითარების მიმართულებით. აქვეა მოსწავლეთა ნამუშევრები, განხორციელებული პროექტები, Power-Point_ში დამზადებული რესურსები, სადამრიგებლო პროგრამა და თემატური გეგმები, კლასში განხორციელებული სხვადასხვა შემეცნებითი თუ შემოქმედებითი ღონისძიებები.



ელექტრონული გვერდი მუდამ შევსების პროცესშია და აქ განთავსებულ მასალას პერიოდულად  დაემატება ახალ-ახალი სასწავლო რესურსი.

0 коммент.:

Отправить комментарий