კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. განათლების მთავარი და საბოლოო მიზანიც სწორედ ეს არის. კითხვის უნარების განვითარება დაწყებით საფეხურზე ხდება. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია ჩამოუყალიბოს მოსწავლეს ძირითადი სამეტყველო უნარები, როგორიცაა წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი. აღნიშნული სამეტყველო უნარებიდან კითხვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბავშვის განვითარებაში, რადგან სწორედ კითხვის საფუძველზე იძენს იგი ახალ ცოდნას, ახალ ინფორმაციას, მის საფუძველზე უვითარდება ისეთი უნარები, რომლებიც ეხმარება მას შემდგომ საფეხურზე წარმატების მიღწევაში.მოსწავლეებზე დაკვირვების, მშობლებთან და კოლეგებთან გასაუბრების შედეგად, აღმოჩნდა რომ მოსწავლეებს უჭირთ გამართული კითხვა.
მოსწავლეები ყოველდღიურად მოდიან მომზადებულები, აქვთ შესრულებული დავალება, ჩართულნი არიან სხვადასხვა საკლასო აქტივობაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა,მათ უჭირთ გამართული კითხვა.ეს განსაკუთრებით იჩენს თავს საგაკვეთილო პროცესში ახალი მასალის, დამოუკიდებელი მუშაობის, ჯგუფური ნამუშევრის წარდგენის დროს. გამართული კითხვის პრობლემა შემდეგ გაგება, გააზრების, წერის პროცესზეც უარყოფითად აისახება, რადგან თუ ბავშვი არ კითხულობს გამართულად შესაბამისად ვერ იგებს და იაზრებს წაკითხულს, შეცდომას უშვებს წერის დროსაც, ანუ კითხვის პრობლემა კომპლექსურ პრობლემებში გადაიზრდება. აღმოჩნდა რომ ამ პრობლემას მხოლოდ სასკოლო ხასიათი არ აქვს და მშობლებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა რომ მათ უწევთ საათობით უსხდნენ ბავშვებს, ან თავად წაუკითხონ დავალება, კლაგარეშე ლიტერატურა, და სხვა. ვინაიდან ეს პრობლემა თანაბრად დგას როგორც თავად მოსწავლის, ასევე მშობლის და რა თქმა უნდა მასწავლებლის წინაშე, გადავწყვიტე, გამომეკვლია მიზეზი აღნიშნული პრობლემისა, დამეგეგმა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობდა მის აღმოფხვრას,რაც შემდგომში დადებითად აისახებოდა მოსწავლეთა ინდივიდუალურ განვითარებასა და ,ზოგადად, საგაკვეთილო პროცესზე.
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო. კარგი იქნება თუ ამ მეთოდებით ბავშვებთან მუშაობა ისევ გაგრძელდება. კვლევის პროცესში გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც ახალ კვლევას საჭიროებენ. აღნიშნული კვლევის გამოყენება შეუძლია ყველა იმ მასწავლებელს რომლის კლასშიც არის მსგავსი პრობლემის მქონე მოსწავლეები.

კვლევის ვადა - 6თვე (იანვარი-ივნისი)

0 коммент.:
Отправить комментарий