კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია,
რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. განათლების მთავარი და საბოლოო მიზანიც სწორედ ეს
არის. კითხვის უნარების განვითარება დაწყებით საფეხურზე ხდება.
მოსწავლეები ყოველდღიურად მოდიან მომზადებულები, აქვთ შესრულებული დავალება, ჩართულნი არიან სხვადასხვა საკლასო აქტივობებში, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ უჭირთ გამართული კითხვა. ეს განსაკუთრებით იჩენს თავს საგაკვეთილო პროცესში ახალი მასალის, დამოუკიდებელი მუშაობის, ჯგუფური ნამუშევრის წარდგენის დროს. გამართული კითხვის პრობლემა შემდეგ გაგება, გააზრების, წერის პროცესზეც უარყოფითად აისახება, რადგან თუ ბავშვი არ კითხულობს გამართულად შესაბამისად ვერ იგებს და იაზრებს წაკითხულს, შეცდომას უშვებს წერის დროსაც, ანუ კითხვის პრობლემა კომპლექსურ პრობლემებში გადაიზრდება.
გადავწყვიტე, გამომეკვლია მიზეზი აღნიშნული პრობლემისა, დამეგეგმა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობდა მის აღმოფხვრას,რაც შემდგომში დადებითად აისახებოდა მოსწავლეთა ინდივიდუალურ განვითარებასა და ,ზოგადად, საგაკვეთილო პროცესზე.

0 коммент.:
Отправить комментарий