суббота, 16 июня 2018 г.

ზაფხულის დავალებები

საკითხავი ლიტერატურა:

  • ოტია იოსელიანის ,,დაჩის ზღაპრები"
  • ლუის კეროლის ,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში"

მათემატიკა
ონლაინ ტესტები იხ. აქ

გამრავლების ტაბულა 



თეორიული მასალა იხ. აქ 
წარმატებები!
ბედნიერი დასვენება! <3 

пятница, 15 июня 2018 г.


კვლევა ,,როგორ განუვითაროთ მოსწავლეებს გამართული კითხვის უნარები"
დასრულდა წარმატებით. კვლევაში მონაწილე ბავშვებში შემცირდა გამართული კითხვის პრობლემა. პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე მუშაობას აუცილებლად განვაგრძობთ... მადლობა კვლევაში მონაწილე ყველა მოსწავლეს, ბავშვს, პედაგოგებს! 






понедельник, 11 июня 2018 г.

რესურსი ბუნებისმეტყველებაში


საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლებისას მოსწავლე შეიმეცნებს და ითავისებს სამყაროს. გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთრი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ. აუცილებელია ბუნებისმეტყველების სწავლებისას ყურადღების გამახვილება მოსწავლეთა განწყობა-დამოკიდებულებაზე, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარზე. უნდა დაეუფლოსჯანსაღ და უსაფრთხო ცხოვრების წესებს. სწორედ ამ მიზნით შევქმენი საგანმანათლებლო რესურსი მე_3 ა კლასის მოსწავლეებისათვის თემაზე ,,კვება“ .
რესურსმა ხელი შეუწყო ესგ_ით განსაზღვრული შედეგის მიღწევას. მოსწავლეებმა  გაკვეთილზე მიღებული ცოდნის საფუძველზე ჯგუფებში შეადგინეს სწორი კვების რაციონი, დაასახელეს საკვებ პროდუქტთა ჯგუფები, რომლებიც სასარგებლოა ადამიანისთვის, ასევე ის პროდუქტები, რომლებიც მცირე რაოდენობით უნდა მიიღოს ადამიანმა. ისაუბრეს საკვების ვარგისიანობის შემოწმებაზე, მალფუჭებადი და ლპობადი საკვების შენახვის პირობებზე.

воскресенье, 10 июня 2018 г.

,,ჩვენ ვართ მესამეკლასელები!"



воскресенье, 3 июня 2018 г.

ვალსი



ექსკურსია 2018


პროექტის განმავლოვლობაში მიღებული ინფორმაციებით, ფილმებიდან მიღებული შთაბეჭდილებებითა და შესწავლილი ლექსებით, შევქმენით ღონისძიება, სათაურით ,,აკაკი - მარადი თანამგზავრი“ მთელი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით ღონისძიებისთვის, გვქონდა რეპეტიციები,  ერთობლივად დავდგით ვალსი. კვირის ბოლოს მოვაწყვეთ ექსკურსია მარშრუტით: ქუთაისი-სავანე-სხვიტორი-ქუთაისი.  ვნახეთ აკაკის ძიძისეული სახლი, დავდგით ღონისძიება. შევადარეთ კონკურსის დროს შექმნილი ნახატები აკაკის ძიძისეულ სახლს, რამდენიმე ნამუშევარი სწორად ასახავდა იმ პირობებსა და მდგომარეობას, როგორიც იყო სინამდვილეში სავანე.  ვნახეთ  აკაკის სახლ-მუზეუმი სხვიტორში. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ეზო კარ-მიდამომ, რომელიც ძალიან დიდი, ლამაზი და მოვლილი იყო. შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდით ქალაქში.










რესურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

,,ხარ თუ არა მესამეკლასელი?!"

 რესურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცოდნის დონის შემოწმებას, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და თემა, რომელიც შეისწავლეს ბავშვებმა გავაერთიანე და თამაშის სახით მივაწოდე მათ, რათა გამოკითხვის პროცესი საინტერესო და სახალისოც ყოფილიყო. რესურსისახელწოდებით_ ,,ხარ თუ არა მესამეკლასელი?!“ სამი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ნაწილში მოსწავლეებს გავაცანი თამაშის წესები და დავყავი კლასი ხუთ ჯგუფად, რადგან ხუთი კატეგორია იყო ასარჩევი: გრამატიკა, შესწავლილი მოთხრობები, გამოიცანი ნაწარმოები, სიტყვის სკივრი და სხვადასხვა. თითოეული კატეგორია 12კითხვას მოიცავდა. კითხვები უშუალოდ შესწავლილი ნაწარმოებებიდან იყო მოცემული.