воскресенье, 3 июня 2018 г.

ექსკურსია 2018


პროექტის განმავლოვლობაში მიღებული ინფორმაციებით, ფილმებიდან მიღებული შთაბეჭდილებებითა და შესწავლილი ლექსებით, შევქმენით ღონისძიება, სათაურით ,,აკაკი - მარადი თანამგზავრი“ მთელი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით ღონისძიებისთვის, გვქონდა რეპეტიციები,  ერთობლივად დავდგით ვალსი. კვირის ბოლოს მოვაწყვეთ ექსკურსია მარშრუტით: ქუთაისი-სავანე-სხვიტორი-ქუთაისი.  ვნახეთ აკაკის ძიძისეული სახლი, დავდგით ღონისძიება. შევადარეთ კონკურსის დროს შექმნილი ნახატები აკაკის ძიძისეულ სახლს, რამდენიმე ნამუშევარი სწორად ასახავდა იმ პირობებსა და მდგომარეობას, როგორიც იყო სინამდვილეში სავანე.  ვნახეთ  აკაკის სახლ-მუზეუმი სხვიტორში. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ეზო კარ-მიდამომ, რომელიც ძალიან დიდი, ლამაზი და მოვლილი იყო. შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდით ქალაქში.










2 коммент.:

ექსკურსია комментирует...

მართლაც ბევრის მომცემი იყო ეს ექსკურსია.ის თეორიული ცოდნა რაც პატარა ღონისძიებით წარადგინეს ბავშვებმა რეალურად აღიდგინეს,ნახეს საკუთარი თვალით რამაც მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც მათზე ასევე მშობლებზეც.ძალიან მომეწონა აკაკის სახლიც და ძიძისეული კარმიდამოც.დიდი მადლობა სალომე მასწავლებელო

Unknown комментирует...

Zalian magari da dauviwyari dge iyo.namdvilad dadebitad imoqmedaa am eqskursiam chvenze da bavshvebzee.

Отправить комментарий