понедельник, 11 июня 2018 г.

რესურსი ბუნებისმეტყველებაში


საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლებისას მოსწავლე შეიმეცნებს და ითავისებს სამყაროს. გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთრი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ. აუცილებელია ბუნებისმეტყველების სწავლებისას ყურადღების გამახვილება მოსწავლეთა განწყობა-დამოკიდებულებაზე, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარზე. უნდა დაეუფლოსჯანსაღ და უსაფრთხო ცხოვრების წესებს. სწორედ ამ მიზნით შევქმენი საგანმანათლებლო რესურსი მე_3 ა კლასის მოსწავლეებისათვის თემაზე ,,კვება“ .
რესურსმა ხელი შეუწყო ესგ_ით განსაზღვრული შედეგის მიღწევას. მოსწავლეებმა  გაკვეთილზე მიღებული ცოდნის საფუძველზე ჯგუფებში შეადგინეს სწორი კვების რაციონი, დაასახელეს საკვებ პროდუქტთა ჯგუფები, რომლებიც სასარგებლოა ადამიანისთვის, ასევე ის პროდუქტები, რომლებიც მცირე რაოდენობით უნდა მიიღოს ადამიანმა. ისაუბრეს საკვების ვარგისიანობის შემოწმებაზე, მალფუჭებადი და ლპობადი საკვების შენახვის პირობებზე.

0 коммент.:

Отправить комментарий